25-02-2025
დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თავდგირიძის განცხადებით, მობილიზებულია როგორც რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, ისე მუნიციპალიტეტის 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უწევენ დახმარებას.
„დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა - ბათუმის მერია, არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის მთავრობა, თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი.
ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს“, - წერს ირაკლი თავდგირიძე.