გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვანო მერაბიშვილი: გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს

29-10-2018

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს ულოცავს. 


ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერის თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსებას ვერავინ წაართმევს. 


"დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა - ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ,"-აცხადებს ვანო მერაბიშვილი. 


rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930