გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს

5-03-2025

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს.


ცნობას „პოლიტიკო“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მერცის მიერ ინიციირებული გამოძიება ისეთ ორგანიზაციებსაც მოიცავს, როგორებიცაა „გრინპისი“ და „ბებიები მემარჯვენეების წინააღმდეგ“. კრიტიკოსები მერცის ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად აფასებენ.


„ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით სახიფათო ტენდენციებს სხვა ქვეყნებში, და არ მჯერა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირი, შესაძლოა, ამ ბანაკში აღმოჩნდეს“, - ციტირებს გამოცემა ევროპარლამენტარ, რენე რეპასის.


როგორც გამოცემა იუწყება, მერცის არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების იდეას არ ეთანხმება ევროპის სახალხო პარტიაც, რომლის საკვანძო წევრი „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირია.


სტატიაში მოყვანილია თავად არასამთავრობო ორგანიზაციების აზრიც. ისინი გერმანიის მომავალი კანცლერის იდეას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ისედაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, რადგან აშშ-მა საგარეო დახმარების დაფინანსება სერიოზულად შეამცირა.


„სამოქალაქო საზოგადოება ტრამპის ადმინისტრაციისა და სხვების მიერ დაფინანსების მასშტაბური შემცირების გამო ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დგას“, - ციტირებს გამოცემა ორგანიზაცია Transparency International-ის ევროპული ფილიალის უფროსს ნიკ აიოსას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31