გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტირებული კარტოფილის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

5-03-2025

2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით, საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის მცირე რაოდენობა - 932 ტონა იყო ექსპორტირებული.


ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031