გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-თან ერთად ახალ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს

7-03-2025

 ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Tripadvisor-ის კლიენტებთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების ხელმძღვანელს ენტონი პაუელს შეხვდა. Tripadvisor-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვის საკითხები განიხილეს.


“ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა“-განაცხადა Tripadvisor-ის წარმომადგენელმა ენტონი პაუელმა.


ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  20-მდე კომპანიასთან,  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31