30-10-2018
24 აგვისტოს სოხუმიდან გატაცებული, საბჭოთა კავშირის ცნობილი ფეხბურთელის, ვალტერ სანაიას შვილი გენადი სანაია იპოვეს. დეფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა არ ამხელს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში იპოვეს და კიდევ რა არის ცნობილი საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
დეფაქტო უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გენადი სანაიას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიაგნეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სანაიას გატაცებაზე გამოძიება აგვისტოში დაიწყო. ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულ გენადი სანაიას ეკუთვნოდა, სოფელ ქვემო ეშერაში აღმოაჩინეს. გენადი სანაია სოხუმსა და მოსკოვში ცხოვრობს.
16-11-2024
16-11-2024