გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

17-03-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.


საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.


საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეებს მიულოცა „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ მოგება, წარმატებული ასპარეზობისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება უსურვა.



საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031