გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა

19-03-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს განათლების სფეროს აქტიური მხარდამჭერია და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური, ერთობლივი პროექტი განხორციელდა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე დაგეგმილი რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო.

 

თავის მხრივ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ალექსანდრე წულაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ მხარესთან მჭიდრო პარტნიორობის მზაობა გამოთქვა. დიდიე ტღებიუკმა მინისტრს სამომავლო გეგმების განხორციელების საქმეში, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განვითარების კუთხით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31