გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო მანჯავიძე: გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია

23-03-2025

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება


როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია.


„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია - აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას.


სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით. სწორედ ტროცკისტული სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია“, - წერს სოსო მანჯავიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31