გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეს: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნუ ახდენთ სახელმწიფოს პროვოცირებს, მამუკა ხაზარაძეობა ინდულგენცია არ არის

25-03-2025

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფართო საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულის შესახებ შეიტყო. გამაოგნებელია ბატონი ჯემალის მონათხრობი და მისი ისტორია, რომელიც სრული სისასტიკით გვაჩვენებს რეჟიმის მანიაკურ სახეს!“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა პარტია, არამედ კრიმინალური დაჯგუფება იყო, რომლისთვის არ არსებობდა ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრების ცნება.


ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც უარი განაცხადა კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, ახსენებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია.


„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფართო საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულის შესახებ შეიტყო. საქმე შეეხება კომპანია „მაგნატის“ მფლობელ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს, რომელსაც რეჟიმმა ქონება წაართვა და ციხეში გაუშვა. მნიშვნელოვანია საქმის სხვა ფიგურანტები, როგორც ფაქტებით დასტურდება, სადამსჯელო ოპერაციაში, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ჯაფარიძე/ხაზარაძის ტანდემი და თიბისი ბანკი მონაწილეობდა, ისინი სახელმწიფოსთან შეთანხმებით უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ხაზარაძე/ჯაფარიძეც ისეთივე კრიმინალები არიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირები, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ! გამაოგნებელია ბატონი ჯემალის მონათხრობი და მისი ისტორია, რომელიც სრული სისასტიკით გვაჩვენებს რეჟიმის მანიაკურ სახეს! ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ხშირი იყო ბიზნესის წართმევა, ხელოვნური გაკოტრება, ქონების ჩამორთმევა და ა.შ. რაც გაჩვენებს, რომ ადგილი გვქონდა, სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც იმ დროინდელი თანამდებობის პირები ჩადიოდნენ. ნაციონალური მოძრაობა არა პარტია, არამედ კრიმინალური დაჯგუფება იყო, რომლისთვის არ არსებობდა ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრების ცნება. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო ხაზარაძე, ჯაფარიძე. ხაზარაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს. შევახსენებ ხაზარაძეს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ბატონო მამუკა ნუ ახდენთ სახელმწიფოს პროვოცირებს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მამუკა ხაზარაძეობა ინდულგენცია არ არის! სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031