გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოლდოვას რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

30-03-2025

მოლდოვას ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიის ცნობით, პროკურორები 30 დღიან პატიმრობას მოითხოვდნენ.


მას 2023 წელს საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო დაფინანსებასა და ფალსიფიკაციაში ედება ბრალი. თავად გუცული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დევნა მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ არის ინიციირებული.


„2023 წელს გაგაუზიაში არჩევნების არალეგალური დაფინანსება, ოფიციალური დოკუმენტების, დეკლარაციების, კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიშების გაყალბება”, - პროკურორ ადრიან სკუტარუს განცხადებით, ასეთია გუცულის ბრალდებების ჩამონათვალი.


დაცვის მხარე მისი პატიმრობის გასაჩივრებას აპირებს.


ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 25 მარტს დააკავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031