გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა

4-04-2025

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.


ინსპექციის თანამშრომლებმა სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე 17 უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე, ტერიტორიაზე არსებული, წითელ წიგნში შეტანილი ელდარის ფიჭვების შემდგომი დაზიანებისა და გაჩეხის ფაქტები აღკვეთეს.


„მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ რამდენიმე ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის, რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობა, გადავარჩინეთ ფიჭვნარი რომლის გაჩეხისა და დაზიანების მაღალი რისკი და მცდელობა არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოხდა მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, ასევე, სამშენებლო ნარჩენის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა/დასუფთავება განხორციელდება. ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მიწების დაცვა და უკანონო მშენებლობების აღკვეთა. ამ მიზნით, ღონისძიებებს ინტენსიურად ვახორციელებთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში, ასევე, სამართალდამცავ უწყებებს ეფექტური რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.


მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას დედაქალაქში სამშენებლო სამართალდარღვევების, რეკრეაციული ზონებისა და სახელმწიფო მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930