გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით - როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი

7-04-2025

ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე და მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია.


„ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი ჯერ იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე. მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ნული. ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა. რატომ არ შემოიტანა განაცხადი რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ. როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც არის „დიფ სთეითის" ერთი მორიგი თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930