გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაინიცირების პარალელურად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდა

7-04-2025

წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციირების პარალელურად, ევროკომისიამ თავისსავე განცხადებაში აღიარა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდა.


„ხაზგასასმელი და ძალიან სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციირების პარალელურად, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკომისიის აღიარება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს სინამდვილეში იყენებდა ლობისტური საქმიანობისთვის.


კომისიამ თავისსავე განცხადებაში მიუთითა, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ანუ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ემსახურებოდა განსხვავებული აზრის ჩახშობას. ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების მიღების აუცილებლობას.


ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის, ეროვნული იდენტობის დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის სწრაფი განვითარების და ღირსეული, ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საფუძველია“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30