გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: 9 აპრილი, 1989 წელი, იარაღი - ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი - სანქცია. ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა;

10-04-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც 2025 წლის 10 აპრილს, თავდასხმის ობიექტი საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა.


როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს და ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს.


„9 აპრილი, 1989 წელი. იარაღი - ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი. იარაღი - სანქცია. ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს! პ.ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“ - წერს მამუკა მდინარაძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031