2-11-2018
საქართველოში მარილის საწარმო აშენდება, – იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საწარმო რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე გაიხსნება. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ ამ მიზნით 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.
ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს.
პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.
16-11-2024
16-11-2024