გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ იდეების კონკურსი - „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” ჩაატარა

16-04-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქვეყნის მასშტაბით იდეების კონკურსი „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” ჩაატარა.


კონკურსის მიზანია მწვანე სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობა, საქართველოში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირება და მდგრადი პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.


მიღებული 18 იდეიდან, ოთხი საუკეთესო იდეის ავტორი ღონისძიების სპონსორებმა და პარტნიორებმა დააჯილდოვეს. მონაწილეებმა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე  გუნდურად, წარმოადგინეს იდეები, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციას უფრო დაბალემისიან სექტორად.


იდების კონკურსი - „იდეათონი“ მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად” ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031