გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

16-04-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.


შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატებში.


განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობა. გაფართოებულ შეხვედრას დელეგაციაში შემავალი საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031