გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას

23-04-2025

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) გამართული შეხვედრის შედეგები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ შეაფასა. მისი თქმით, IFC-თან თანამშრომლობის გაღრმავება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას

„ვაშინგტონში, საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი სექტორები და მიმართულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს - ასეთია ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე, ზოგადად, დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებებით" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციას ასევე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს კერძო სექტორის პორტფელის გაზრდის კუთხით.


„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების შემდგომ განვითარებას" - აღნიშნა ცინცაძემ.


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ქალაქ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30