გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამაზ საყვარელიძე: ალბათ, დროა, ოპოზიციამაც ისწავლოს თავისი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება, თუ არადა, ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა და აწყობთ ეს დღევანდელ ოპოზიციონერებს?

24-04-2025

ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


მისი ვარაუდით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან, თავადაც ხვდებიან, უშედეგოდ რომ მოქმედებენ, თუმცა, მეორე მხრივ, მათ დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისა და მეტი სკანდალურობისთვის ყველა პარტიის ბოიკოტი სჭირდებათ.

„ახლა იძახიან ბოიკოტს ვუცხადებთ, ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო. ეს სიახლეა, ბოიკოტით ხელისუფლება არავის შეუცვლია. ვვარაუდობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც იციან, რომ უშედეგოდ მოქმედებენ.


მეორე მხრივ, დასავლელ მათ პარტნიორებს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა პარტიის ბოიკოტი სჭირდებათ მეტი სკანდალურობისთვის და „ოცნების“ დისკრედიტაციისთვის... მეტი არაფერი. გასაგები რომ იყოს - მეტი სკანდალურობისთვის სჭირდებოდათ საქართველოს ჩაბმა ომში მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვებდა. მაშინ დასავლეთს არ აინტერესებდა რა მოუვიდოდა საქართველოს“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


მისივე თქმით, დროა, ოპოზიციამაც ისწავლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა, რაც დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს, საყვარელიძის განცხადებით, არ აწყობს.


„ახლა ულტრალიბერალებს სურთ, რომ სკანდალური სურათი შექმნას ოპოზიციამ, მაგრამ მერე რომ ქუჩაში დარჩება არჩევნებში მოგებული ოპოზიცია, ეს არ აინტერესებთ. ალბათ, დროა, რომ ოპოზიციამაც ისწავლოს თავისი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება.


ეს თუ მოგვარდა, ყველაფერი მოგვარდება. თუ არადა, ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა და აწყობს ეს დღევანდელ ოპოზიციონერებს? ალბათ, არ აწყობთ და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები ყველა თავ-თავისთვის დაიწყებენ ახალი პროდუქტიული სტრატეგიების ფორმირებას“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30