გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები (მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი) შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგო კობერიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - კობერიძეს სახის ძვლის მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნე

28-04-2025

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობერიძეს სახის ძვლის მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.


საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული და არც მაღაროების ამუშავების ჯგუფს აძლევენ ობიექტზე შესვლის საშუალებას, ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც. არსებული ინფორმაციით, თენგო კობერიძის ცემაში მონაწილე პირები არიან: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.


„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, მოსახლეობის, დასაქმებულების, პროფესიული კავშირების და სახელმწიფოს ჩართულობით, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, არსებობს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ.


არსებული ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების ჩასაშლელად, დაახლოებით 10-კაციანი რადიკალურად განწყობილი მაღაროელთა ჯგუფი ადგილობრივების დაშინებითა და აგრესიული ქცევით გამოირჩევა. ცნობილია ისიც, რომ ამ ჯგუფის წევრებს ფულადი კომპენსაციებიც აღებული აქვთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30