გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი: პირველი ჩხრეკის მერე კარზე კაკუნის შიში მქონდა

30-04-2025

„პირველი ჩხრეკის მერე შიში მქონდა კარზე კაკუნის. მეორე ჩხრეკის მერე, უკვე მივეჩვიე, რომ ეგ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს“, - ამის შესახებ ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოპოზიციონერმა ილია ღლონტმა, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ერთი თვეა, ეს შიში გაუქრა, თუმცა, დილით მის კარზე დაკაკუნების შემდეგ, ისევ დაუბრუნდა შიში და ხელისუფლების ეს ქმედება სწორედ შიშების გაღვივებისკენ არის მიმართული.


„ნანუკას [ჟორჟოლიანი] სახლთან რომ ვიყავით, მანდ ვყვებოდი, რომ რაღაც მომენტში, ერთი თვეა დაახლოებით, ეს შიში გამიქრა, აღარ მქონდა კაკუნზე რეაქცია. გვიან დავიძინე და დღეს დილით გამაღვიძა ზარებმა, უამრავი ზარი შემომივიდა, ყველამ იფიქრა, რომ ჩემთანაც შემოვიდოდნენ [ჩხრეკაზე]. რა თქმა უნდა, ეგრევე შევედი აბაზანაში, რომ სწრაფად გავქცეულიყავი ნანუკას სახლთან და უცებ დააკაკუნეს კარზე და ეს ყველაფერი ისევ დამიბრუნდა, ერთ წამში გამოვვარდი აბაზანიდან, გავიხედე, ვიღაცამ ალბათ დააკაკუნა, მაგრამ ეს ყველაფერი ზოგადად, შიშების გაღვივებისკენ არის მიმართული,“ - განაცხადა ილია ღლონტმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30