5-11-2018
არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ. მე ეს არ მსიამოვნებს, მე მსიამოვნებს, რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024