გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დამწვარი გვამების საქმე - როგორ იძიეს შური ქარ­თ­ველ­მა მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა მოღალატეებზე, რომლებმაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ში უდიდესი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს

5-11-2018

"...ომი გა­თავ­და, უნ­და მო­ის­პოს მი­სი შე­დე­გე­ბიც: ქარ­თ­ვე­ლი მე­ომ­რე­ბი უნ­და და­უბ­რუნ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოს, რო­მელ­საც ისი­ნი სის­ხ­ლით იცავ­დ­ნენ. სტე­ფა­ნე კი შე­იქ­ნა მსხვერ­პ­ლი. - ორი თვეა ვხე­დავთ რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე გა­მო­კი­დე­ბულ ორი ბოლ­შე­ვი­კის გვა­მის სუ­რათს ცეცხ­ლის­გან და­მა­ხინ­ჯე­ბულს. ყო­ველ იქ გავ­ლის დროს კრულ­ვას ვუგ­ზავ­ნით მას, ვინც ეს ბარ­ბა­რო­სო­ბა მო­ი­მოქ­მე­და. მაგ­რამ რა არის სტე­ფა­ნეს სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფა შორს, უცხო­ეთ­ში, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში. გა­ნა უბე­დუ­რე­ბა არ არის ქარ­თ­ვე­ლი მხედ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის ომის შემ­დეგ რი­ა­ზან­ში შიმ­ში­ლო­ბა, დამ­ცი­რე­ბა და ამ­გ­ვა­რად ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლი! ჩვენ არ გა­მოვ­ფენთ მათ სუ­რა­თებს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე, მაგ­რამ სუ­რა­თებს სამ­შობ­ლოს და მშრო­მე­ლი ხალ­ხის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლე­ბი­სას ვა­ტა­რებთ გულ­სა და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და გა­დავ­ცემთ შთა­მო­მავ­ლო­ბას მათ ვი­ნა­ო­ბას და ან­დერძს, რო­მე­ლიც მშრო­მე­ლი ხალ­ხი­სა და სამ­შობ­ლოს პირ­ნათ­ლად სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის გან­გ­ვა­წყობს"... - ეს ნეკ­რო­ლო­გი 1921 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­ბეჭ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის გა­ზეთ "ახალ სხივ­ში", რო­მე­ლიც უკ­ვე მა­შინ რამ­დე­ნი­მე სხვა გა­მო­ცე­მას­თან ერ­თად სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბის გა­მო, არ­სე­ბო­ბის უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ით­ვ­ლი­და. ნეკ­რო­ლო­გი ქა­ლაქ რი­ა­ზან­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი გე­ნერ­ლის, სტე­ფა­ნე ახ­მე­ტე­ლაშ­ვი­ლის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც 1921 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის დროს დუ­შეთ­ში და­ატყ­ვე­ვეს და სხვა ოფიც­რებ­თან ერ­თად საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში ეტა­პით გაგ­ზავ­ნეს.


ტექ­ს­ტ­ში პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბით გა­კენ­წ­ლი­ლი - "ო­რი ბოლ­შე­ვი­კის გვა­მის სუ­რათს" მიღ­მა მოქ­ცე­უ­ლი ამ­ბა­ვი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბო­და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის საყ­ვა­რელ თე­მად. თუმ­ცა მი­სი რე­ა­ლუ­რი ვერ­სია დღეს ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ცე­ლია საბ­ჭო­თა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ვი­წყე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის ციკ­ლ­ში.

მტრის სამ­სა­ხურ­ში


1921 წლის 2 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოფი­ცე­რი, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვი შინ შსს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის (სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი) თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის თან­ხ­ლე­ბით მი­ვი­და და გან­ც­ვიფ­რე­ბულ მე­უღ­ლე­სა და ოჯა­ხის წევ­რებს უთხ­რა, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია და რაზ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მა­თი სახ­ლი უნ­და გაჩხ­რი­კონ. ჩხრე­კის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის შტაბ-ბი­ნა­ში (დღე­ვან­დე­ლი ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა #1) და­კითხ­ვე­ბი­სა და ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იგი მე­ტე­ხის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ივა­ნოვ­სა და მას­თან ერ­თად და­პა­ტიმ­რე­ბულ პოდ­პოლ­კოვ­ნიკ გოხს (სა­ხე­ლი უც­ნო­ბი­ა) ბრა­ლად უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი - სა­ხელ­მ­წი­ფოს ღა­ლა­ტი და საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა ედე­ბო­დათ.


ნი­კო­ლოზ ვა­სი­ლის ძე ივა­ნო­ვი 1884 წელს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში. თბი­ლი­სის მე­ო­რე გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლობ­და მოს­კოვ­ში, ალექ­სე­ე­ვის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც 1906-1916 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ქა­ლაქ ალექ­სან­დ­რო­პოლ­ში (დღე­ვან­დე­ლი გი­უმ­რი), 153-ე პოლ­კ­ში. 1917 წელს სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნეს პეტ­როგ­რა­დის ნი­კო­ლა­ე­ვის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ან კურ­სებ­ზე. შემ­დეგ მსა­ხუ­რობ­და ჯერ კავ­კა­სი­ის მთა­ვარ შტაბ­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში, ასე­ვე ცენ­ტ­რა­ლურ სტა­ტის­ტი­კურ სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში.


რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის არ­ქი­ვე­ბი მკვლევ­რე­ბის­თ­ვის დღემ­დე მი­უწ­ვ­დო­მე­ლია და ამი­ტომ ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რო­დი­დან ჩად­გა პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში. მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას გვაწ­ვ­დის ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი, სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, კა­პი­ტა­ნი რო­მან მკურ­ნა­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში 1934 წელს გა­ზეთ "კლდე­ში" და­ბეჭ­დილ მო­გო­ნე­ბებ­ში - "მი­ზეზ­ნი ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბი­სა", სა­დაც ერთ-ერთ ქვე­თავ­ში "საბ­ჭო­თა ჯა­შუ­შო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" იგი ასე იხ­სე­ნებს აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდს: "პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი იყო ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში სტა­ტის­ტი­კურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. პოდ­პოლ­კოვნკ გოხს სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და და ცხოვ­რობ­და ტფი­ლი­სის სად­გუ­რის ახ­ლოს რკი­ნიგ­ზის რა­ი­ონ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ნო­ბა­ში, მი­სი მა­მა მსა­ხუ­რობ­და რკი­ნიგ­ზის მთა­ვარ სა­ხე­ლოს­ნო­ში. ივა­ნო­ვი და გო­ხი მუ­შა­ობ­დ­ნენ საბ­ჭო­თა მი­სი­ის სამ­ხედ­რო ატა­შე ღე­ნე­რალ სი­ტი­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც აწ­ვ­დიდ­ნენ ცნო­ბებს ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, მა­რა­გი­სა და სამ­ხედ­რო სა­წყო­ბე­ბის, ჯა­რე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის, ჯა­რე­ბის უფ­რო­სე­ბის შე­სა­ხებ და სხვა.


პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი გო­ხი ხში­რად და­დი­ო­და ტფი­ლი­სის სად­გურ­ზედ, თვალ­ყურს ადევ­ნებ­და ჩვე­ნი ეშე­ლო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, ჰგზავ­ნი­და ერ­თ­გულ ხალ­ხს ბორ­ჩა­ლოს მაზ­რა­ში, რა­თა გა­მო­ერ­კ­ვია ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და მათ მი­ერ და­ჭე­რი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასი ერ­თ­გუ­ლი კა­ცის მოკ­რე­ბა­ში, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ომის დროს უნ­და აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ სამ­ხედ­რო სა­წყო­ბე­ბი, რკი­ნიგ­ზის ხი­დე­ბი, ტრან­ს­პორ­ტი და სხვა. დი­დი ხნის დაზ­ვერ­ვის შემ­დეგ ორი­ვე და­ა­ტუ­სა­ღეს. პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი მი­სი და­ტუ­სა­ღე­ბის დროს სტა­ტის­ტი­კურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ჯა­რის უფ­რო­სე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბებს და და­ე­ხა­სი­ა­თე­ბი­ნა რა ღენ. ოდი­შე­ლი­ძე და გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ამ­თავ­რებ­და ღენ. კვი­ნი­ტა­ძის და­ხა­სი­ა­თე­ბას. სა­გან­გე­ბო სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე ორი­ვე­ნი გა­მოტყ­დ­ნენ ჯა­შუ­შო­ბა­ში".


რო­მან მკურ­ნა­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ივა­ნო­ვი­სა და გო­ხის გა­მოვ­ლე­ნა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ერ­თ­მა ფაქ­ტ­მა, რო­მე­ლიც 1920 წლის ნო­ემ­ბერ­ში მოხ­და. 1920 წლის 6 ნო­ემ­ბერს სად­გურ სა­ლოღ­ლი­ში, სა­ბა­ჟო­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა ჩხრე­კი­სას იპო­ვეს ორ­ძი­რი­ა­ნი ჩე­მო­და­ნი, რომ­ლის გახ­ს­ნის შე­დე­გა­დაც ცა­რი­ელ სივ­რ­ცე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქარ­თულ გა­ზე­თე­ბი, ბა­ქო­ე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი და სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ბრძა­ნე­ბე­ბი. რაზ­მ­მა და­ა­პა­ტიმ­რა ჩე­მოდ­ნის პატ­რო­ნი მგზავ­რი ქა­ლი, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ჭრე­ბა­ლოს მცხოვ­რე­ბი, 26 წლის, უქ­მარ­შ­ვი­ლო, წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნა­რი - ლი­ზა ივა­ნეს ასუ­ლი არ­ჩ­ვა­ძე, რო­მელ­მაც და­კითხ­ვის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ქუ­თა­ი­სი­დან მი­დი­ო­და ბა­ქო­ში მის საყ­ვა­რელ სი­მონ მა­ჩა­ბელ­თან, რო­მე­ლიც იქ სტამ­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და, ხო­ლო რო­ცა წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მას­თან მი­ვი­და ერ­თი უც­ნო­ბი კა­ცი, გა­დას­ცა ეს ჩე­მო­და­ნი და სთხო­ვა, მა­ჩაბ­ლის­თ­ვის გა­და­ე­ცა. არ­ჩ­ვა­ძე ცდი­ლობ­და და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ არ იცო­და, ჩე­მო­დან­ში რა იყო.


დე­კემ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­პე­შა­თა სა­ა­გენ­ტოს გა­ზე­თებ­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად გა­დას­ცა მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ­ჩ­ვა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბი­სას ამო­ი­ღეს. ჩე­მო­დან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რუ­სულ ენა­ზე ნა­წე­რი სა­მი წე­რი­ლი­დან, პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლი იყო "ამ­ხა­ნაგ პუნ­კუ­სად­მი":"ჩე­მი მუ­შა­ო­ბა გა­ჩა­ღე­ბუ­ლია ყო­ველ­მ­ხ­რივ: სიღ­ნაღ­ში, ლა­გო­დეხ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, ბორ­ჩა­ლო­ში, ბა­თომ­ში, არ­ტა­ან­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ქუ­თა­ის­ში, აჭა­რა­ში, ზა­ქა­თა­ლა­ში. ყველ­გან გაგ­ზავ­ნი­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი პი­რე­ბი, მე უკ­ვე გაც­ნო­ბე, რომ ცხე­ნო­სა­ნი დი­ვი­ზი­ო­ნის ნა­წი­ლი (1000 კა­ცი) უკ­ვე გაგ­ზავ­ნეს სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქვე­ით­თა დი­ვი­ზი­ო­ნის შტაბ­ში სა­მი სხდო­მა იყო: გა­მო­აცხა­დეს, რომ ყო­ველ­წუ­თას მზად იყ­ვ­ნენ სა­ნა­ი­ნის, სა­ლოღ­ლის ან არ­ტა­ა­ნის­კენ წა­სას­ვ­ლე­ლად, გვარ­დი­ე­ლებს გა­მო­უცხა­დეს, რომ 5-ის­თ­ვის მზად იყ­ვ­ნენ, პა­ტა­რა ჯგუ­ფებს აგ­ზავ­ნი­ან ადერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვ­რე­ბის­კენ, მზად არის ერ­თი ტან­კი, ასე­ვე არ­ტა­ან­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად "პრო­ტო­სი" ავ­ტო­მო­ბი­ლი-რა­დიო (კო­მან­დის შე­მად­გენ­ლო­ბა ჯერ არ ვი­ცით).


ნავ­თი ცო­ტა აქვთ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი. არის ხა­შურ­ში, სად­გურ აგ­ტაგ­ლი­ა­ში და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ნა­ინ­ში. "პა­გო­ნე­ბი" მე გა­მოვ­გ­ზავ­ნე აფიც­რე­ბის და სხვა ქვე­ი­თი ჯა­რის 1-დან 12 ბა­თა­ლი­ო­ნამ­დე ან სა­ღე­ბა­ვე­ბით ხა­ტა­ვენ ციფ­რებს ან ლი­თო­ნი­სას აკე­თე­ბენ. სა­და­რა­ჯო ბა­თა­ლი­ო­ნის პა­გონ­ზე კი აღ­ნიშ­ნუ­ლია ასო "დ". სა­ჭი­რო ვინ­ტოვ­კა რო­გორც მე-12 ბა­თა­ლი­ო­ნის­თ­ვის, 12-15 კი­დევ გა­მოვ­გ­ზავ­ნი დაწ­ვ­რი­ლე­ბით... სა­ი­დუმ­ლო იაში­კი და­ი­ტო­ვეთ მანდ, რო­ცა ამ­ხა­ნა­გი მო­ვა ფუ­ლის­თ­ვის. პა­რო­ლი იქ­ნე­ბა "ბა­კა­კი ცხალ­ში კი­კი­ნებს" და ისარ­გებ­ლებს ხსე­ნე­ბუ­ლი იაში­კით, რო­მე­ლიც ჩა­ი­ტევს საკ­მაო თან­ხას. ჩე­მი მუ­შა­ო­ბა ღრმავ­დე­ბა ყო­ვე­ლი მხრით. დავ­შ­თე­ბი კო­მუ­ნის­ტუ­რი სალ­მით X. თბი­ლი­სი".


მე­ო­რე წე­რილ­ში დაწ­ვ­რი­ლე­ბით იყო აღ­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სა და გვარ­დი­ის რიცხ­ვი, მა­თი შე­მად­გენ­ლო­ბა. ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი იყო უფ­რო­სე­ბი, აღ­ნუს­ხუ­ლი - ქვე­მე­ხე­ბი, თო­ფე­ბი, ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ჰქონ­და მიქ­ცე­უ­ლი ახალ­ცი­ხეს, ბა­თუმს, ქო­ბუ­ლეთს, ფოთს, სო­ხუმს, გაგ­რას, თბი­ლისს. აღ­წე­რი­ლი იყო ამ ად­გი­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც, ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კო­მის­რე­ბის, მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის გვა­რე­ბი და სხვ. მე­სა­მე წე­რი­ლი შე­ი­ცავ­და თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ქა­ლა­ქის სა­სურ­სა­თო, მო­მა­რა­გე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და კო­ო­პე­რა­ტივ­თა კავ­ში­რის მა­ღა­ზი­ე­ბის აღ­წე­რას. თი­თო­ე­უ­ლი მა­ღა­ზი­ის სა­ქო­ნე­ლი ცალ-ცალ­კე, დაწ­ვ­რი­ლე­ბით იყო აღ­წე­რი­ლი.რო­გორც შემ­დ­გომ ძი­ე­ბამ გა­მო­არ­კ­ვია, ლი­ზა არ­ჩ­ვა­ძე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მთაწ­მინ­დე­ლი ბოლ­შე­ვი­კის - ბერ­ბე­რაშ­ვი­ლის ცო­ლი იყო, რო­მელ­მაც ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ი­ღო გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში მო­მუ­შა­ვე ვინ­მე ბე­ჟა­ნო­ვის ხე­ლით და შემ­დეგ აგ­ზავ­ნი­და ბა­ქო­ში, რა­შიც თა­ვი­სი ცო­ლი ჩარ­თო. ლი­ზა არ­ჩ­ვა­ძე გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის­თ­ვის დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ რად­გან მან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლა, სას­ჯე­ლი 25-წლი­ა­ნი კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლეს.ამ წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი აშ­კა­რად ემ­თხ­ვე­ვა ივა­ნო­ვი­სა და გო­ხის, მზვე­რავ-ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ფილს, ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სწო­რედ აქე­დან და­იწყო მათ­თ­ვის ე.წ. ნერ­ვე­ბის ომი, რად­გან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ივა­ნოვს ეს ინ­ფორ­მა­ცია პრე­სა­ში არ ენა­ხა, ან არ გა­ე­გო მის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­შიფ­რა კი­დე­ვაც, რა­საც 1921 წლის 2 თე­ბერ­ვალს მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა.


ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით საბ­ჭო­თა რუ­სე­თის თავ­დას­ხ­მა 1921 წლის 11 თე­ბერ­ვალს და­იწყო. 19 თე­ბერ­ვალს დი­ლის 10 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თ­ლოს შტაბ­ში გა­ი­მარ­თა სამ­ხედ­რო სა­გან­გე­ბო სა­სა­მარ­თ­ლოს სხდო­მა, რო­მელ­მაც ივა­ნო­ვი და გო­ხი გა­ა­სა­მარ­თ­ლა. მათ და­უმ­ტ­კიც­დათ ბრალ­დე­ბე­ბი და თა­ვა­დაც აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც გან­სას­ჯე­ლებს აუცი­ლებ­ლად სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯას უქად­და, სა­სა­მარ­თ­ლომ მათ წი­ნა­და­დე­ბა მის­ცა, პა­ტი­ე­ბა ეთხო­ვათ. პოლ­კოვ­ნიკ­მა ივა­ნოვ­მა ითხო­ვა პა­ტი­ე­ბა და მას მი­ე­სა­ჯა 8 წლით კა­ტორ­ღა, ხო­ლო პოდ­პოლ­კოვ­ნიკ­მა გოხ­მა ამა­ყად უარ­ყო პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა, რის გა­მოც სას­ჯე­ლი ძა­ლა­ში დარ­ჩა და იგი თბი­ლის­ში­ვე დახ­ვ­რი­ტეს.


1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ჯა­რის უკან და­ხე­ვი­სა და მე-11 არ­მი­ის მი­ერ თბი­ლი­სის და­კა­ვე­ბის შემ­დ­გომ დღე­ებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად, ფრონ­ტებ­ზე და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის, გვარ­დი­ე­ლე­ბი­სა და იუნ­კ­რე­ბის დაკ­რ­ძალ­ვა გა­ი­მარ­თა, რის­თ­ვი­საც ახალ­დამ­ყა­რე­ბულ სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია, რა­თა ჯერ კი­დევ ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ეწ­ვია.

თუმ­ცა, არც სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი: 1921 წლის 4 მარტს მათ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აქ­ცია მო­აწყ­ვეს და ალექ­სან­დ­რეს ბაღ­ში ერ­თად დაკ­რ­ძა­ლეს ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი, ნიშ­ნად "შე­რი­გე­ბი­სა" და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­სა. საძ­მო საფ­ლავ­ში დაკ­რ­ძა­ლულ­თა შო­რის იყო დახ­ვ­რე­ტი­ლი პოდ­პოლ­კოვ­ნიკ გო­ხის კუ­ბოც. დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­ზე სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ მე-11 არ­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი, რო­მელ­თაც "ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კე­ბი" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს "ო­მის გა­ჩა­ღე­ბა­სა" და "უ­აზ­რო მსხვერ­პ­ლ­თ­შე­წირ­ვა­ში". პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი კი ამ დროს ქუ­თა­ი­სის სა­გუ­ბერ­ნიო ცი­ხე­ში იჯ­და, სა­დაც სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, მთავ­რო­ბი­სა და ჯა­რის მი­ერ თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბამ­დე იყო გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.


1921 წლის 9 მარტს, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა და ჯა­რი ქუ­თა­ი­სი­დან ბა­თუ­მის­კენ და­ი­ხევ­და, მათ ბა­თუ­მის ცი­ხე­ში გა­დაგ­ზავ­ნეს 900-ზე მე­ტი ბოლ­შე­ვი­კი პა­ტი­მა­რი, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს ან თბი­ლი­სი­დან უკან და­ხე­ვის შემ­დეგ გად­მო­იყ­ვა­ნეს. 8 მარტს, ღა­მით, ქუ­თა­ი­სის საპყ­რო­ბი­ლე­ში მი­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი სი­ლი­ბის­ტ­რო მაღ­ნა­რა­ძე, ამ­ბერ­კი ადე­იშ­ვი­ლი და ასე­ვე რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი - გო­გი თო­ფუ­რი­ძე, ვა­ლი­კო ფი­ჩხა­ია, ეს­ტა­ტე ფი­ჩხა­ია, ბონ­დო გა­ბი­ლაია, გო­გო­რიშ­ვი­ლი, ნი­ჟა­რა­ძე და სხვე­ბი. ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მაღ­ნა­რა­ძემ ცი­ხის უფ­როს დე­მუ­რი­ას გა­დას­ცა ბრძა­ნე­ბა, სა­დაც ეწე­რა:"თა­ნახ­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბი­სა, ქუ­თა­ი­სის ცი­ხის უფ­როსს ვთხოვთ გად­მო­აგ­ზავ­ნოს ცი­ხის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­სა­კი­თხად პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვი, და­ვით უკ­ლე­ბა და კარ­პეზ ბარ­ბა­ქა­ძე.


ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მაღ­ნა­რა­ძე

08.03.1921

"და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ცი­ხის უფ­როს­მა კან­ცე­ლა­რი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ივა­ნო­ვი და მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, მაგ­რამ უკ­ლე­ბა (რო­მე­ლიც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დამ­ნა­შა­ვედ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლ­შე­ვი­კი არ იყო) ამ არე­უ­ლო­ბა­ში ვერ მო­ძებ­ნეს, ამის გა­მო მაღ­ნა­რა­ძე კარ­გა ხნით და­ყოვ­ნ­და ცი­ხის შე­ნო­ბა­ში. ბო­ლოს, ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველ­მა კუ­დი­ნოვ­მა მა­ინც იპო­ვა და­ვით უკ­ლე­ბა და მაღ­ნა­რა­ძემ ისი­ნი მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ხო­ლო კარ­პეზ ბარ­ბა­ქა­ძე მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო ცი­ხის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში იწ­ვა და ამი­ტო­მაც და­ტო­ვეს. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე ისი­ნი ფა­ე­ტო­ნით სა­ღო­რი­ის ტყის­კენ წა­იყ­ვა­ნეს. გა­ბი­ლა­ი­ამ თან დი­ზე­ლის საწ­ვა­ვით ("სა­ლი­არ­კით") სავ­სე ჭურ­ჭე­ლიც წა­ი­ღო. ტყე­ში, პა­ტიმ­რე­ბი სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ბრძა­ნე­ბით დახ­ვ­რი­ტეს, საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხეს და გვა­მე­ბი ცე­ცხლს მის­ცეს...


იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და ბევ­რი ბოლ­შე­ვი­კი ლი­დე­რი, მათ შო­რის თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე ატა­რეს ისე­თი ცნო­ბი­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ სერ­გო ქავ­თა­რა­ძე, მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძე, თვით რუ­სე­თის ელ­ჩი აა­რონ შე­ინ­მა­ნი, სამ­ხედ­რო ატა­შე პავ­ლე სი­ტი­ნი, რო­მე­ლიც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ამ სა­დაზ­ვერ­ვო ოპე­რა­ცი­ებს კავ­კა­სი­ა­ში და მათ­თ­ვის ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბა არ უც­დი­ათ (თუმ­ცა სერ­გო ქავ­თა­რა­ძე თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს, - ბა­თუ­მის ცი­ხე­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, ხვალ გა­გიყ­ვა­ნენ გე­მით ზღვა­ში და ყვე­ლას დაგ­ხ­ვ­რე­ტენ, რის გა­მოც პა­ტიმ­რებს შო­რის მუდ­მი­ვი პა­ნი­კა იყო­ო), ჩნდე­ბა კითხ­ვა - რა­ტომ იძი­ეს ივა­ნოვ­სა და მარ­და­ლე­იშ­ვილ­ზე ასე სას­ტი­კად შუ­რი ქარ­თ­ველ­მა მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა? შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო საქ­მის კურ­ს­ში არ იყო და ქვე­და რგო­ლის ჩი­ნოს­ნებ­მა თვით­ნე­ბუ­რად გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ში, სა­თა­ნა­დოდ უნ­და დას­ჯი­ლიყ­ვ­ნენ და სი­ცოცხ­ლით ეგოთ პა­სუ­ხი? ამ ვერ­სი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ჭი­როა გა­ვარ­კ­ვი­ოთ, ვინ იყო მე­ო­რე დახ­ვ­რე­ტი­ლი პა­ტი­მა­რი - პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930