გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

5-11-2018

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაუდასტურა.


მისი თქმით, დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა და მოხდა ამ ორი თანამდებობის გამიჯვნა.


„ბოლო ორი წლის ან ორწლინახევრის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მინისტრის მოადგილისა და სააგენტოს დირექტორის პოზიცია შეგვეთავსებინა. რეალურად ეს არ უნდა იყოს შეთავსებული, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტო არის ინსიტუტი, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მთავარი აღმასრულებელი. ეს იყო დროებითი ამოცანა, რომელსაც მოადგილე ითავსებდა. ჩვენ უკვე დავამთავრეთ რეფორმის სტრატეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად, სტრატეგიის განხორციელება დაიწყება დეკემბერში და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ერთ ადამიანზე ორი ასეთი პასუხისმგებლობის შეთავსება დროებითი მოვლენა იყო და ეს დგება თავის კალაპოტში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.


შესაბამისად, გიორგი წოწკოლაური მინისტრის მოადგილედ რჩება, სოციალური მომსახურების სააგენტოს პოსტი კი ვაკანტურია.


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა ზუსტად ორი თვის წინ შეცვალა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930