გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ალადაშვილი: უმნიშვნელოვანესია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები

10-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ქალაქ თელავში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა დაათვალიერა.


„ჩვენი რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი. ქალაქ თელავში გავხსენით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა. აღსანიშნავია, რომ ეს უწყება ახორციელებს ისეთ საკითხებზე პრევენციას, როგორიც არის უკანონო ტყითსარგებლობა და ბრაკონიერობა. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ალადაშვილმა.


ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება. კახეთის რეგიონულ სამმართველოში შტატით გათვალისწინებულია 90 თანამშრომელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031