გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა ქადაგიშვილი: ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან, ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში

14-05-2025

„ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, ცუდად გავხდი, რომ შევედი და დავინახე რა ხდებოდა იმ კამერაში და როგორი სიტუაცია იყო, მუხლები მომეკვეთა. ჩამომსვეს იქ, სადღაც და მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, არანაირი მინა, არც დეკემბერში, არც იანვარში, არც თებერვალში - ეს პერიოდები იქ ვიყავი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან, ასევე, მისი მეუღლისა და შვილის საკანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20-25 კვადრატულში იყო 80 კაცი, იდგა 6 საწოლი და რიგრიგობით, 2-2 საათით იძინებდნენ.


„ჩვენს საკანში 2-2 ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი. ისინი, როცა მოდულის შენობიდან გადაიყვანეს, ორთაჭალის ციხეში, დაახლოებით, 20-25 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი, როგორც ამირანი და აჩიკო მიხსნიდნენ.


ჯერ, ამ ოთახში იდგა 6 ორსართულიანი საწოლი, ამის გარდა, იყო 80 კაცი და მორიგეობით იძინებდნენ, 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდნენ. 2 საათზე მეტს ვერ იძინებდნენ, მერე გაგაღვიძებდნენ და სხვა იძინებდა, დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ, წარმოიდგინეთ 24 საათში 2 საათი. კატასტროფული სიცხე იყო და ვინმეს რომ გული უწუხდებოდაო, კი ვერ ვარდებოდაო, გვერდზე მყოფი იჭერდაო, იმიტომ, რომ „სილიოტკებივით“ ვიყავით ჩაწყობილი და ერთმანეთზე მიკრულიო“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031