გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე, კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

19-05-2025

ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ლონდონში გაიმართა საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა.


ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.


ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კერძო კაპიტალის ფონდის პრეზენტაცია გამართა.


მიხეილ ხიდურელი: „საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად ვმუშაობთ კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც სააგენტოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი მიენიჭება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას."


საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031