6-11-2018
გთავაზობთ ნატუკა მირუაშვილის პოსტს:
სოციალურ ქსელში ვრცელდება ნატუკა მირუაშვილის პოსტი, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ დაუსვეს მის დას არასწორი დიაგნოზი საქართველოში თავის ტკივილის გამო და ურჩევდნენ ოპერაციის გაკეთებას, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო. სწორი დიაგნოზი შორენა მირუაშვილს დაუსვეს თურქეთში, სადაც აღმოჩნდა, რომ მას უბრალოდ, შაკიკი სჭირდა.
„ჩემო მეგობრებო, არ შემიძლია, რომ არ გაგიზიაროთ ეს ჩემი სიბრაზე და ახლა უკვე ჩემი დიდი სიხარული. შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ მეტად საინტერესო ამბავი შორენას თბილისში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, ორი წლის განმავლობაში დავდიოდით გაუთავებელ ანალიზებზე, თავის ტომოგრაფიაზე წამყვან ენდოკრინოლოგებთან და ნეიროქირურგებთან დაგვისვეს დიაგნოზი: პროლაქტინომა და ჰიპოფიზის ადენომა ზომით 8 მმ. ორი წლის განმავლობაში იღებდა ძალიან ძლიერ ჰორმონს, რომელიც ანგრევს ორგანიზმს (არ ვაჭარბებ) საბოლოოდ, ქირურგმა გვირჩია ოპერაცია, თუმცაღა ვერ გვპირდებოდა, რომ ეს აუტანელი თავის ტკივილები საბოლოოდ გარებოდა.
გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით სტამბოლში. გაგვიკეთეს უახლესი აპარატურით ორი სახის თავის კვლევა. მოითხოვეს ძველი დისკები და ექიმის მიერ დაწერილი დასკვნები, სადაც ჩვენი ექიმები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ იყო ადენომა, რომელსაც ოპერაცია დაჭირდებოდა. მოკლედ, ჰოი საოცრებავ, აქ არც ჩვენს მიერ კვლევებში არსად არ არის ადენომაო ექიმმა, რომ თქვა, ენა ჩამივარდა, რამის მეტსაც გეტყვითო, არც თბილისში გაკეთებულ კვლევაში არ არის ადენომაო, პატარა ლაქა ექოს უხარისხობის ბრალიაო.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დაგვისვეს შაკიკის დიაგნოზი, დაგვინიშნეს მკურნალობა და ვბრუნდებით ბედნიერები სახლში. გაფრთხილდით ყველა! და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას! რა უნდა ამოეკვეთათ თბილისში, ძალიან მაინტერესებს, როცა ადენომა არ იყო, ღმერთო, შენ გვიშველე! ასეთი რადიკალურად განსხვავებული დიაგნოზით მოვფრინავთ, მაგრამ ჯერ ისეთი გამწარებული ვარ, ჯობია, არ დამხვდნენ კაბინეტებში ჩვენი ვითომ მკურნალი ექიმები. ვსო, წავედი, დანარჩენს მანდ მოგიყვებით“.
16-11-2024
16-11-2024