გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს, არ შემოწმებულა და ამას პოლიციელი აწერს ხელს

22-05-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, რუსუდან შარაძე მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.


მისი თქმით, როდესაც გურამ შარაძის მკვლელობის ადგილის დათვალიერება მოხდა და ოქმი შედგა, ოქმში ეწერა, რომ კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს, არ შემოწმებულა.


„მკვლელობა რომ მოხდა, მოხდა ადგილის დათვალიერება და ოქმი შედგა, იმ ოქმში წერია, ეს ჩემი ანალიზი არ არის, სიტყვა სიტყვით წერია, კამერა, რომელიც უყურებს გურამ შარაძის ცხედარს და ე.ი. უკვე ამას მე ვამბობ, მკვლელობას იმიტომ, რომ იქვე ჩაიკეცა კაცი, ნაბიჯი არ გადაუდგამს, კამერა არ შემოწმებულა, მისი ვარგისობა და ამას პოლიციელი აწერს ხელს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031