გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისის დაზარალებული ნოდარ არველაძე - ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა. პირველი თავში მომარტყეს. გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე

23-05-2025

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული ნოდარ არველაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აქციის დარბევის დეტალებს იხსენებს, თუ როგორ სცემეს და წვიმაში ხელებშეკრული დატოვეს.


„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით [მირტყამდა]. პირველი თავში მომარტყეს.


მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტი ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს,“- განაცხადა ნოდარ არველაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30