გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

23-05-2025

ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, პირველი ვინილისა და ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე, სიმღერაზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლი შეიქმნა.


ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ 1973 წელს კინოფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე გოგი ცაბაძემ შექმნა. ფილმში სიმღერას ნანი ბრეგვაძე ასრულებს, მას შემდეგ ეს სიმღერა ნანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა.


ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) ამ სიმღერაზე ნანისთან ერთად იმუშავა და ერთად ახალი ვერსია შემოგვთავაზეს.


„ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა. მთელი ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო” - ალექსანდრე კორძაია.


სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ახალი თაობისთვის განსხვავებულად წარმოჩენა და ამ გზით სიმღერისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30