გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ნიკოლაიშვილი: სააკაშვილს ეშინოდა აქციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა

23-05-2025

სააკაშვილს ეშინოდა აქციების და რევოლუციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედის“ დარბევის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა.


„არ მახსოვს მაშინ [„იმედის“ დარბევის შემდეგ] არცერთი ისეთი მწარე გამოხმაურება ევროპელი დიპლომატების მიერ, რასაც დღეს ვხედავთ [საქართველოს ხელისუფლების მისამართით]. რაღაც იმედები გვქონდა, მაგრამ ყველა უძლური აღმოჩნდა ამ [„ნაციონალური მოძრაობის“] რეჟიმის წინააღმდეგ. რა მიზანიც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ის შეასრულა. მას ეშინოდა აქციების და რევოლუციების, რადგან თვითონ რევოლუციით მოვიდა და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის და ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა ეს მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით, ყველანაირი დაუწერელი კანონით“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30