6-11-2018
ბიჭიკო კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ვებგვერდზე 120 ათას სიტყვაზე მეტია ჩატვირთული, რომელთა რაოდენობაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ონლაინ ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით.
ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ამის შესახებ „ლაივპრესი“ წერს.
„თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს“, - ამბობს ბიჭიკო.
კოდუას თქმით, www.megrulad.ge ჯერ დასრულებული არ არის და დამუშავება სჭირდება.
16-11-2024
16-11-2024