6-11-2018
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები ცხრა ქვეყნის ელჩებმა გადასცეს.
ეს ქვეყნებია: ესპანეთი და მაროკოს სამეფოები, ტუნისი, ზამბია, განა, უზბეკეთი, ჰონდურასი, გაიანი და ლიბანის რესპუბლიკები.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
16-11-2024
16-11-2024