გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: რუსთაველზე გმირები და რევოლუციონერები არიან და როცა ქალს და მის მცირეწლოვან ბავშვებს მიუხტებიან და ატერორებენ და კანონის ძალით დაისჯებიან, მერე მსხვერპლებად ასაღებენ თავს, თან ახალგაზრდა ასაკზე აპელირებით

30-05-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე თეა წულუკიანის მიერ დეპუტატ მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია”.


ანალიტიკოსის თქმით, როცა ქალს და მის მცირეწლოვან ბავშვებს მიუხტებიან და ატერორებენ, მერე მსხვერპლებად ასაღებენ თავს, თან ახალგაზრდა ასაკზე აპელირებით.


„რუსთაველზე გმირები და რევოლუციონერები არიან და როცა ქალს და მის მცირეწლოვან ბავშვებს მიუხტებიან და ატერორებენ და კანონის ძალით დაისჯებიან, მერე მსხვერპლებად ასაღებენ თავს, თან ახალგაზრდა ასაკზე აპელირებით.


ესენი არიან ევროპაში ადრე მოქმედი „წითელი ბრიგადების“ ქართული ანალოგი. ჯერ ვინმეს მოკვლის ბრძანება არ მიუღიათ”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031