გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

7-11-2018

„გვახსოვს 7 ნოემბერი“, „არა ნაცებს“, „არა ძალადობას", „ვერ დაბრუნდებით“ - ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან აქცია გაიმართა.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გმობენ იმ ძალადობასა და ადამიანების წამებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

 

მათივე თქმით, მოსახლეობა არ დაუშვებს 2007 წლის 7 ნოემბრის განმეორებას და ძალადობრივი რეჟიმის ქვეყნის სათავეში მოსვლას.

 

2007 წლის 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდში , სამი დარბევა იყო ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი,  ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, ფოტორეპორტიორები 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე გადაღებული კადრების გამო დასაჯეს, როდესაც მათ მთელ მსოფლიოს გააგებინეს თუ რა მოხდა საქართველოში.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930