8-11-2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ.
ცესკოს დადგენილებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ევალება, გადასცეს ცესკოს მონაცემები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 18 წელი მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ. ამ მონაცემებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღებს.
ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა წარადგინოს მონაცემები 11 ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილ პირთა შესახებ. ასევე, ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, ან შეეცვალათ რეგისტრაციის მისამართი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომებრს გაიმართა. მეორე ტურის დანიშვნის თარიღს კი ცესკო მოგვიანებით გამოაცხადებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
16-11-2024
16-11-2024