გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ში დაბრუნების მიზანი შემთხვევების ეფექტური მართვაა

8-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სიტუაციის სამსახურის დაბრუნება მიზნად შემთხვევების ეფექტურად მართვას ისახავს.

მისივე თქმით, ცვლილება მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგებლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სახით. ცვლილების მიზანია, საგანგებო სიტუაციების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტექნიკური ბაზა აქვს, რომლის გამოყენებაც, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დროს ხდებოდა. კანონპროექტი პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930