გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 წლის მოზარდმა მამის იარაღით 8 წლის ბავშვი მოკლა

13-11-2018

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 11 წლის მო­ზარდს 8 წლის ბავ­შვი შე­მო­აკ­ვდა. შემ­თხვე­ვა 8 ნო­ემ­ბერს მოხ­და. ორი­ვე მათ­გა­ნი გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხუ­ა­პის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში მარ­ტო­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. 11 წლის მო­ზარ­დმა კა­რა­დი­დან გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ტა­ნა და 8 წლის ბიჭს თავ­ში და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა. იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

 

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, შუ­ა­დღის­თვის ჯერ გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს და შემ­დეგ - შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვის ყვი­რი­ლი.

 

"მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი ბიჭი იმ დღეს ცუ­დად იყო და სკო­ლა­ში არ წა­სუ­ლა. რო­გორც ჩანს, მის მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი მე­სა­მე კლა­სე­ლი ბიჭი სკო­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას­თან სა­თა­მა­შოდ მი­ვი­და... მო­ზარ­დი სახ­ლში მარ­ტო იყო, მისი მშობ­ლე­ბი გას­ვე­ნე­ბა­ში იყ­ვნენ. თა­მა­შობ­დნენ, რო­დე­საც უფ­როს­მა მო­ზარ­დმა კა­რა­დი­დან მა­მის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი სა­თა­მა­შოდ გა­მო­ი­ტა­ნა და პა­ტა­რა ბიჭს თავ­ში ახლო მან­ძი­ლი­დან და­უ­მიზ­ნა...

 

გას­რო­ლის შემ­დეგ ბავ­შვი გა­რეთ გა­ვარ­დნი­ლა, ყვი­რი­ლით - ია­რა­ღი გა­მი­ვარ­დაო... თა­ვი­დან ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ დაჭ­რი­ლი იყო. თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ეტყო­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­დან ეს­რო­ლა, თავი მთლი­ა­ნად მოგ­ლე­ჯი­ლი აქვს... "- იხ­სე­ნე­ბენ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი.

 

ფაქტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყყ­ვა აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან. ისი­ნი იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას 90-იანი წლებს ადა­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ­დე­ლი­ვით, ია­რა­ღი ახ­ლაც "კა­რა­დებ­ში უყ­რი­ათ და ბავ­შვე­ბიც კი არ ერი­დე­ბი­ან მას".

 

ირაკ­ლი სუ­ხუმსკი - "უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ქორ­წი­ლე­ბი­თა და გას­ვე­ნე­ბე­ბით ცხოვ­რობს და ორი­ვე შემ­თხვე­ვებ­ში სიკ­ვდი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და... ქორ­წი­ლებ­ში სრო­ლე­ბი მსხვერ­პლით სრულ­დე­ბა, გას­ვე­ნე­ბე­ბის ქელე­ხებ­ში ბათ­ქა-ბუთ­ქია. ბავ­შვე­ბი ეზო­ში მა­მე­ბის ია­რა­ღით თა­მა­შო­ბენ... გი­ლო­ცავთ, სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ..."

 

ლუ­ი­ზა ჩამ­ბა - "არა­ვის ანაღ­ვლებს ბაშ­ვე­ბის სი­ცო­ცხლე და მო­მა­ვა­ლი, არც უფ­რო­სე­ბის. ორი ბავ­შვი უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვეს... არა­და, მშობ­ლებ­მა ორი­ვე ახ­ლო­ბელს ჩა­ა­ბა­რა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ე­თო... არა­ფერს ვამ­ბობ, იმა­ზე, რომ ვე­რაფ­რით გა­ი­გეს, ია­რა­ღი კა­რა­და­ში კი არა, სე­იფ­ში უნდა შე­ი­ნა­ხონ".

 

ია­სონ აფხა­ზი - "იმ რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღი აქვს ზო­გი­ერთ აფხაზს ოჯახ­ში, რომ სე­იფ­ში კი არა სა­წყობ­ში უნდა შე­ი­ნა­ხოს. არა­ერ­თხელ შევ­სწრე­ბი­ვარ და შემ­თხვე­ვი­თაც მო­მის­მე­ნია, რო­გორ ტრა­ბა­ხო­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­მე­ბის ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლით. ავ­ტო­მა­ტებს ვინ ჩი­ვის, სახ­ლის სარ­და­ფებ­ში ხალ­ხს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი, ქვე­მე­ხე­ბი და სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბი აქვთ. ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­და მათ მიერ მი­სა­კუთ­რე­ბულ ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში რას მა­ლა­ვენ და ინა­ხა­ვენ?!. - არა..."

 

ლუ­ი­ზა შე­ლია - "გა­ვი­გეთ, რომ ია­რა­ღი 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ შე­მო­ი­ნა­ხა ხალ­ხმა და ჩა­ბა­რე­ბა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, პი­რი­ქით, კო­ლექ­ცი­ას ამ­დიდ­რე­ბენ. მე ვიცი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც პრო­დუქ­ტის კა­რა­და­შიც კი ია­რა­ღი უყ­რი­ათ და ბავ­შვებს არც კი ერი­დე­ბი­ან. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ა­ცხა­და შსს-მ ჩა­ა­ბე­რეთ ია­რა­ღიო, მაგ­რამ ვინ უს­მენს".


ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930