გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში ბოლო 10 დღეში 6 საბავშვო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს

13-11-2018

თბილისის მასშტაბით, ბოლო 10 დღეში 6 ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გათავისუფლებულია 50-ე, 169-ე, 145-ე, 111-ე, 109-ე და 131-ე ბაღის დირექტორი.


სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა.


„მონიტორინგის შედეგად ბაღებში რამდენიმე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, გამოვლენილია ფინანსური დარღვევები, თანხების არასწორი და არამიზნობრივი განკარგვა. დარღვევებია საქმისწარმოებასა და კვების რაციონში. მონიტორინგის შედეგად ბაღების ნაწილში გადამალული საკვები პროდუქტი აღმოაჩინეს“, - აცხადებენ სააგენტოში.


სააგენტო დოკუმენტაციის გადაგზავნას საგამოძიებო უწყებებში აპირებს.


Ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031