13-11-2018
უკრაინაში 13-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც ადამიანების უკანონო ექსპლუატაციას ეწეოდნენ. დაკავებულებს შორის ერთი ქართველიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაკავებულები ოდესის ოლქში განთავსებულ საწარმოში 94 ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მძიმე სამუშაოებზე ამუშავებდნენ.
უკანონო ექსპლუატაციაში ჩასართავად ჯგუფს ქართველი და უკრაინელი ხელმძღვანელობდა.
ადამიანები იძულებულნი იყვნენ დღე-ღამეში13 საათის განმავლობაში უფასოდ მინდვრებში ემუშავათ. ისინი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. ის მუშებს კი, რომლებიც უარს ამბობდნენ მუშაობაზე ან გაქცევას ცდილობდნენ, სასტიკად სცემდნენ.
უკანონო ექსპლუატაციის მსხვერპლებს შორის ყველაზე ასაკოვანი 64 წლის კაცი, ყველაზე ახალგაზრდა კი 14 წლის არის.
16-11-2024
16-11-2024