13-11-2018
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საბაჟოზე, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე საბაჟო პროცედურები შეჩერებული იქნება. კერძოდ, საუბარია საქონლის შემოტანა/გატანასა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა კონტროლის პროცედურებზე.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024