გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ხალხს სისტემის ეშინია" - როგორ ცხოვრობენ ქართველები თურქეთში პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

13-11-2018

2016 წლის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში და­წყე­ბულ მას­შტა­ბურ და­კა­ვე­ბე­ბის სე­რი­ას ბოლო არ უჩანს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ან­კა­რას გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ცია FETO-ს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, 109 პი­რის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.


და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის სე­რი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბი "უსას­რუ­ლოს" უწო­დე­ბენ. მათი თქმით, თით­ქმის მთე­ლი თურ­ქე­თის ცი­ხე­ე­ბი სავ­სეა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით, სამ­ხედ­რო პი­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბით, ბლო­გე­რე­ბით, რე­დაქ­ტო­რე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით, რო­მელ­თაც ბრა­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან კავ­შირ­ში ედე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ებ­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს.


2016 წლის 15 ივ­ლისს თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბის ჯგუ­ფი შე­ე­ცა­და სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ე­წყო. შე­ტა­კე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სტამ­ბოლ­ში და ან­კა­რა­ში მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც 250 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რა აღ­ნიშ­ნულ­ში გი­უ­ლენს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, სა­ყო­ველ­თაო და­ძა­ბუ­ლო­ბა მათ­ზეც ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხა, რო­გორც ეკო­ნო­მი­უ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. მათი თქმით, ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან კავ­ში­რის ან შე­საძ­ლო კავ­ში­რის გამო, არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია და სამ­სა­ხუ­რი და­ხუ­რეს, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა და­ამ­ძი­მა. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ქარ­თველს ესა­უბ­რა.


ლადო წი­თაშ­ვი­ლი:


- მას შემ­დეგ, რაც დო­ლა­რი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაძ­ვირ­და და, ზო­გა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, უამ­რავ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ვი­თა­რე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა 12%-ით გა­ე­ზარ­და. ამით ერ­თგვა­რი ბა­ლან­სი შექ­მნა, რომ უკამ­ყო­ფი­ლე­ბა მას­შტა­ბუ­რი არ გამ­ხდა­რი­ყო. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სის­ტე­მის მი­მართ შიში იმ­დე­ნად დი­დია, რომ სა­ყო­ველ­თაო საპ­როპ­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის შან­სი ძა­ლი­ან ცო­ტაა, რად­გან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მა­შინ­ვე ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის მო­კავ­ში­რე­ე­ბად "შე­რა­ცხა­ვენ", და­ა­კა­ვე­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი ამით დას­რულ­დე­ბა.


რაც შე­ე­ხე­ბა დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბას, ამის გამო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ი­აფ­და, მა­გა­ლი­თად, 40 ათას დო­ლა­რად ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლე­ბი იყი­დე­ბო­და და და­ი­ტა­ცეს, უფრო რუ­სე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ. სხვა­თა შო­რის, უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და, მაგ­რამ ზოგ­მა შეძ­ლო და აქა­ურ ცვლი­ლე­ბებს ფეხი აუ­წყო.


- პრო­დუქტზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და?


- ზა­ფხულ­ში უფრო მა­ღა­ლი იყო, ახლა და­ი­წია. დო­ლა­რის ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, 1 დო­ლა­რი 5,50 ლირა ღირს. კურ­სი ხან აი­წევს, ხან - და­ი­წევს. ძირ­თი­ა­დად, უფრო 6.00-ია. ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და საწ­ვა­ვიც - 1,20 დო­ლა­რია 1 ლიტ­რი. ხალ­ხი წუ­წუ­ნებს, მაგ­რამ თა­ვის­თვის, ჩუ­მად... ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­დავს. გარ­კვე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი პრო­დუქ­ტი მარ­კე­ტე­ბი­დან გაქ­რა, კონ­სულ­ტან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, აღარ შე­მო­აქ­ვთო. ეს დამ­ძი­მე­ბუ­ლი ფონი უფრო ქარ­თველ და ზო­გა­დად უცხო­ელ მუ­შა­ხელს და­ე­ტყო, რად­გან ისი­ნი ძი­რი­თა­დად კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში ან ოჯა­ხებ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი ხელ­ფასს ლი­რა­ში იღე­ბენ, მაგ­რამ ამათ დო­ლარ­ში უხ­დიდ­ნენ და რა­ხან დო­ლა­რი გაძ­ვირ­და, მათ ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­უმ­ცი­რეს.


რაც შე­ე­ხე­ბა და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას, ბოლო წლე­ბია და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ცხრე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ძა­ლი­ან მძი­მეა, ოპო­ზი­ცია სუს­ტია, ია­ტაკ­ქვე­შა მოძ­რა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. ამას ემა­ტე­ბა ქურ­თე­ბის საფ­თხე, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მე­ზო­ბელ სი­რი­ა­ზე, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას მუდ­მი­ვად აში­ნე­ბენ და მა­თაც არ უნ­დათ და­მა­ტე­ბი­თი საფ­თხე. ვერ რის­კა­ვენ, ინერ­ცი­ით მიჰ­ყვე­ბი­ან, რად­გან ეში­ნი­ათ. მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა უნ­დათ და ამას ამ­ბო­ბენ კი­დეც. ყველ­გან კონ­ტრო­ლია, ვი­ნა­ი­დან ტე­რაქ­ტე­ბის ეში­ნი­ათ.


სან­დრო ბა­კუ­რა­ძე:


- მე­დია ან დუმს ან სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვა­ლად ასა­ღებს ამ ყვე­ლა­ფერს, ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს. რაც არის, უფრო საჩ­ვე­ნებ­ლად არის და­ტო­ვე­ბუ­ლი - აი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ვარ­თო. ასე­ვე, მხო­ლოდ ზოგ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისიც მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.


თუმ­ცა, რა­საც და­ვეს­წა­რი ბო­ლოს, იმ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თურქ მო­ნა­წი­ლე­ებს სულ ე.წ. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე­ლი კვლე­ვე­ბი ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­უ­ბა­რი მაქვს ეკო­ნო­მი­კა­ზე, სი­ტყვი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ახლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაც რთუ­ლია.


ლია ნერ­გა­ძე:


- 11 წე­ლია ერთ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ბავ­შვებს ინ­გლი­სურ­სა და რუ­სულ­ში ვამ­ზა­დებ. ბოლო წლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ წას­ვლა­ზე, მაგ­რამ სად წა­ვი­დე, არ ვიცი. არც ჩემს ქვე­ყა­ნა­ში დამ­ხვდე­ბა უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა. ბოლო ორი წე­ლია 300 დო­ლა­რით შე­მიმ­ცი­რეს ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამ ოჯახ­ში 4 დედ-მა­მიშ­ვი­ლი, თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად, სულ 15 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, სამი მათ­გა­ნი ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბი­თა და ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან კავ­ში­რის გამო და­ა­კა­ვეს. მე არ ვიცი მათი შიდა ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­კე­თეს, რომ გა­ნათ­ლე­ბა სა­მი­ვეს ამე­რი­კა­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.


რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ოჯა­ხის წევ­რებს და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ. ვერც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. დღე­ვან­დე­ლი თურ­ქე­თის რე­ა­ლო­ბა საბ­ჭო­თა კო­მუ­ნიზმს მა­გო­ნებს - თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ ქვე­ყა­ნას ყვე­ლა სფე­რო­ში ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია და ვე­რა­ფერს ამ­ბობს, არ უნ­დათ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი, მუდ­მი­ვად საფრ­თხეს ხე­და­ვენ ქურ­თე­ბი­სა და სი­რი­ის მხრი­დან. ერ­დო­ღანს კი ყველ­გან შეთ­ქმუ­ლე­ბი ელან­დე­ბა.


ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930