13-11-2018
აფხაზეთში იმის თაობაზე მსჯელობენ, რომ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი არჩევნები სამი თვით ადრე გადმოიტანონ. მიზეზი – „რათა საარჩევნო კამპანიის ნევროზულობამ ტურისტულ სეზონს ზიანი არ მიაყენოს“.
ამ ინიციატივით გამოვიდა სოხუმის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინ ფილია. მან ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს და შესთავაზა მათ, რომ არჩევნები 2019 წლის აგვისტოდან აპრილში გადმოიტანონ, ხოლო არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 27 მაისს ჩაატარონ.
ეს თარიღი აფხაზეთში სიმბოლურია. ხუთი წლის წინ, 2014 წლის 27 მაისს – ათასობით ადამიანმა, რომლებსაც რაულ ხაჯიმბას თაოსნობით სათავეში მაშინდელი ოპოზიცია ედგა (აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტი), საპრეზიდენტო სასახლე შეტევით აიღო. მაშინ პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა, ვადაზე ადრე გადამდგარიყო.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების გადმოტანა მთელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ოჯახისთვის – შემოსავლის მთავარ წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, ზაფხული კი, განსაკუთრებით კი აგვისტო, სამუშაოდ ძირითადი დროა.
არც ერთი ადრესატისგან – პრეზიდენტის, პარლამენტის ან პოლიტიკური პარტიებისგან – ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. მაგრამ იდეას მწვავედ გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში – ძირითადად ნეგატიურად.
ზოგი კერძო ბიზნესისთვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების მსხვერპლად შეწირვის წინადადებამ გააღიზიანა.
სხვები აღაშფოთა 2014 წლის 27 მაისის თარიღის უკვდავყოფის იდეამ, როდესაც საზოგადოება უფრო გაიყო, ვიდრე გაერთიანდა.
ასევე ბევრმა მიიჩნია, რომ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეს ასეთი ინიციატივით გამოსვლის უფლება არ აქვს, რადგან ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.
jam-news.net
16-11-2024
16-11-2024