14-11-2018
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეპერი შვილისა და მოდელ ნანუკა გუდავაძის სასიყვარულო ისტორიის შესახებ საზოგადოების ინტერესი მაღალია. სად და როგორ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და რით ჰგავს უფლისწულ ბერას და ნანუკა გუდავაძის ისტორია კონკიას ზღაპარს, წყვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა "2020NEWS"-ს უამბო.
"სილამაზის სალონი, რომელიც ნანუკა გუდავაძის დისაა, ვაკეში მდებარეობს, სადაც რამდენჯერმე იმყოფებოდა ბერა. ერთ-ერთი სტუმრობის დროს ბერამ ნანუკა გაიცნო და როგორც ჩანს, მოეწონა. ბერამ მალევე და რამდენჯერმე მიწერა ნანუკას ინსტაგრამზე, მაგრამ ის ბერას წერილებს არ პასუხობდა. თქვენ იცით, რომ ნანუკა მოდელია, რამდენიმე კლიპშია გადაღებული და იფიქრა, შეიძლება ბერას კლიპისთვის ვჭირდებიო და დელიკატურად მიწერა უარი - თუ კლიპში გადასაღებად გჭირდები, ეს პროექტი არ შედგებაო. აქედან დაიწყო ყველაფერი და ხვალ, როგორც იცით, ჯვრისწერა აქვთ", - განუცხადა "2020NEWS"-ს ნანუკას და ბერას მეგობარმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვესაჯაროვებინა.
კიდევ ერთი დეტალი ამ ისტორიიდან: "ნანუკა ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილია, არაფერი განსაკუთრებული სტატუსი მათ არ აქვთ. თანამედროვე კონკიას ისტორიაა, რა", - ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 19 სექტემბერს დაინიშნენ. წყვილმა თაფლობის თვე სიყვარულის დედაქალაქში - პარიზში გაატარა.
16-11-2024
16-11-2024