14-11-2018
ზუგდიდში სილამაზის სალონი „ნეილ არტი“ გაქურდეს. სალონის მფლობელის, სალომე ფარცვანიას ინფორმაციით, წაღებულია სტერელიზაციის აპარატი, ფრჩხილის ლაქები და კომპიუტერი.
„არ ვიცით ჯერ კიდევ რა ნივთებია გატანილი. კარი დაკეტილი დაგვხვდა და ვვარაუდობთ, რომ ქურდმა ფანჯრით ისარგებლა. როგორც ჩანს ყავის აპარატის გატანაც უნდოდა, თუმცა ვერ მოახერხა“, - განაცხადა სალომე ფარცვანიამ.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
16-11-2024
16-11-2024