15-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდი ვარჯიშის დროს გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024