16-11-2018
მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, 16 წელს მიღწეულ ბავშვების ჩათვლით, დევნილ ახალგაზრდებს სოციალური დახმარება დაენიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, კვების ვაუჩერს და თანხას მიიღებენ.
კერძოდ, ფულადი ბენეფიტი/სარგო - 20 ლარი, კვების (საკვები პროდუქტების) ვაუჩერი - 30 ლარი.
,,პროგრამის განხორციელებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის დროს.“ - აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროში.
16-11-2024
16-11-2024