გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახალციხის რესტორანში რუსულ ოკუპაციას ქვითარზე წარწერით აპროტესტებენ

19-11-2018

ახალციხის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე რუსულ ოკუპაციას რესტორანში გაცემულ ქვითარზე გაკეთებული სპეციალური წარწერით აპროტესტებს. ქვითარზე წერია: "რუსეთი ოკუპანტია!". ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


რესტორნის მფლობელი ლევან ყირიმლიშვილი ამბობს, რომ ცდილობს მომხმარებელს ამ ფორმით აჩვენოს, ერთი მხრივ რესტორნის პოზიცია და მეორე მხრივ ის, რომ ებრძვის სისტემას და არა ხალხს.


„სტუმრებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ამ ნაბიჯით პროტესტს ვაცხადებთ და მოსახლეობას რუსული ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთხელ ვახსენებთ! ჩეკზე გამოვსახეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ უარს არ ვეუბნებით, რა თქმა უნდა, რუს ხალხს, ეთნოსს, კულტურას, ესტრადას. ჩვენ არ ვებრძვით ხალხს, ვებრძვით სისტემას, რომელმაც სახელმწიფო გაგვინადგურა“, - ამბობს რესტორნის მფლობელი. 


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930